SKUPStudio

ციფრული პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს წინ სწევს.

SKUP არის პატარა გუნდი თბილისიდან — სამი დეველოპერი, პირდაპირი კომუნიკაცია და გადაწყვეტილებები იმავე დღეს. ვქმნით ვებსაიტებს, აპლიკაციებსა და პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც რეალურ საქმეს აკეთებენ.

8+
პროექტი
4
სერვისი
3
პლატფორმა

პროექტები

Greenart — desktop
Greenart — tablet
Greenart — mobile
01

Greenart

Greenart-ის ახალი ვებსაიტი

Greenart ბიზნესებისთვის მცენარეების მოვლის სერვისებს გთავაზობთ. ჩვენ შევქმენით მარტივი, ვიზუალური ვებსაიტი, რომელიც სერვისებს გასაგებად აჩვენებს და პოტენციურ კლიენტს კომპანიასთან დაკავშირებას უადვილებს.

გამოწვევა
Greenart-ს ჰქონდა სერვისი, მაგრამ არ ჰქონდა ადგილი, სადაც პოტენციურ კლიენტს ერთ წუთში დაერწმუნებინა, რომ საქმეს კარგად აკეთებენ.
მიდგომა
სტრუქტურა დავაწყვეთ არა კომპანიის გარშემო, არამედ კლიენტის კითხვების გარშემო — რას სთავაზობენ, რამდენი ღირს, როგორ დაუკავშირდე. ვიზუალს მივანდეთ ის, რასაც ტექსტი ვერ ეტევა.

Web Design · Development · Lead Generation

პროექტის ნახვაgreenart.ge
NCODE Development — desktop
NCODE Development — tablet
NCODE Development — mobile
02

NCODE Development

საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების პლატფორმა

NCODE შატბერაშვილის, ვაკის პროექტისთვის შევქმენით ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს შენობა, სართულები და ბინები, გაეცნოს ფასებსა და დაფინანსების პირობებს.

გამოწვევა
საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვა ბევრ ინფორმაციას მოითხოვს — სართული, ფართობი, ფასი, დაფინანსება — ისე, რომ მომხმარებელი არ დაიბნეს.
მიდგომა
ავაწყეთ ინტერაქტიული ნავიგაცია შენობასა და ფართობებზე, სადაც მომხმარებელი თავად ირჩევს რა აინტერესებს — არა სქროლავს გრძელ სიაში, არამედ პირდაპირ პოულობს კონკრეტულ ბინას.

Web Design · Development · Interactive UI

პროექტის ნახვაncode-development.ge
Rufus the Churchill — desktop
Rufus the Churchill — tablet
Rufus the Churchill — mobile
03

Rufus the Churchill

დახმარება, რომელიც კონკრეტულ ცხოველამდე მიდის

Rufus the Churchill არის ცხოველების დახმარების პლატფორმა. მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული ცხოველის არჩევა და მისი საკვებისა და მოვლის დაფინანსება. ჩვენ შევქმენით პლატფორმის სტრუქტურა და donation flow ისე, რომ დახმარების პროცესი მარტივი და გასაგები ყოფილიყო.

გამოწვევა
დონაციის პლატფორმებში ადვილია დაკარგო კონკრეტულობა — მომხმარებელს უნდა სცოდნოდა ზუსტად ვის ეხმარება, არა აბსტრაქტულ ფონდს.
მიდგომა
დონაციის flow კონკრეტულ ცხოველზე ავაწყეთ, არა ზოგად გადახდის ფორმაზე — თითოეული ნაბიჯი აჩვენებს, ვისთვის მუშაობს დახმარება.

Product Design · Development · Donation Flow

პროექტის ნახვაrufusthechurchill.org
ABM — desktop
ABM — tablet
ABM — mobile
04

ABM

ABM-ის ახალი კორპორატიული ვებსაიტი

ABM-ისთვის შევქმენით კორპორატიული ვებსაიტი, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას, სიახლეებს, კონფერენციებსა და პროფესიულ აქტივობებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

გამოწვევა
ABM-ს ჰქონდა ბევრი განცალკევებული აქტივობა — კონფერენციები, სიახლეები, პროფესიული პროგრამები — მაგრამ არცერთი ცენტრალური ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ერთად და გასაგებად ჩანდა.
მიდგომა
კონტენტის ტიპები ერთ თანმიმდევრულ სტრუქტურაში დავალაგეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა დროთა განმავლობაში იზრდებოდეს დაბნეულობის გარეშე.

Web Design · Development · Content Structure

პროექტის ნახვაabm.org.ge
Peter Moennig Foundation — desktop
Peter Moennig Foundation — tablet
Peter Moennig Foundation — mobile
05

Peter Moennig Foundation

ფონდის ვებსაიტი ხელოვნებისა და კულტურისთვის

Peter Moennig Foundation ხელოვანებს სხვადასხვა პროგრამით, გრანტითა და ინიციატივით უჭერს მხარს. საიტი აერთიანებს გამოფენებს, Open Call-ებსა და ფონდის საქმიანობას.

გამოწვევა
ფონდს სჭირდებოდა სივრცე, სადაც ხელოვანები Open Call-ებს იპოვიდნენ ისეთივე მარტივად, როგორც სტუმრები — გამოფენებს.
მიდგომა
CMS ისე ავაწყეთ, რომ ფონდს თავად შეეძლოს ახალი გამოფენების, გრანტებისა და Open Call-ების დამატება — ჩვენზე დამოკიდებულების გარეშე.

Web Design · Development · CMS

პროექტის ნახვაpmfinfo.com
Around Caucasus — desktop
Around Caucasus — tablet
Around Caucasus — mobile
06

Around Caucasus

კავკასიის აღმოჩენა ერთი საიტიდან

Around Caucasus-ისთვის შევქმენით მრავალგვერდიანი ტურისტული ვებსაიტი, სადაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტურის დათვალიერება — ლაშქრობებიდან და ველოტურებიდან კულინარიულ გამოცდილებებამდე.

გამოწვევა
ტურისტული საიტები ხშირად ყველაფერს ერთ გვერდზე აგროვებენ — მომხმარებელს უჭირს იპოვოს ზუსტად ის ტური, რაც მას აინტერესებს.
მიდგომა
ტურები კატეგორიების მიხედვით დავყავით (ლაშქრობა, ველოტური, კულინარია) და თითოეულს ცალკე სივრცე მივეცით — მომხმარებელი პირდაპირ თავის ინტერესამდე მიდის.

Web Design · Development · Content Structure

პროექტის ნახვაaround-caucasus.com
Asomtavari — desktop
Asomtavari — tablet
Asomtavari — mobile
07

Asomtavari

ქართული ანბანი, როგორც პერსონალური ნივთი

Asomtavari ქმნის ხელნაკეთ ნივთებს ქართული ანბანის მოტივებით. ჩვენ შევქმენით ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია პროდუქტების დათვალიერება, პერსონალიზაცია და შეკვეთა.

გამოწვევა
ხელნაკეთი, პერსონალიზებადი პროდუქტის გაყიდვა სტანდარტულ e-commerce ნიმუშში არ ეტევა — მომხმარებელს უნდა შეეძლოს პროდუქტის მორგება შეკვეთამდე.
მიდგომა
WooCommerce-ზე პერსონალიზაციის ნაბიჯი პირდაპირ პროდუქტის გვერდზე ავაწყეთ, რომ მომხმარებელს კალათამდე მისვლისას უკვე ჰქონდეს ზუსტად ის, რაც უნდოდა.

E-commerce · WordPress · WooCommerce

მაღაზიის ნახვაasomtavari.com
Blades.GE — desktop
Blades.GE — tablet
Blades.GE — mobile
08

Blades.GE

ონლაინ მაღაზია სპეციალიზებული პროდუქტებისთვის

Blades.GE-სთვის შევქმენით სრულფასოვანი e-commerce გამოცდილება პროდუქტების კატალოგით, ფასდაკლებებით, კალათითა და შეკვეთის პროცესით.

გამოწვევა
სპეციალიზებულ პროდუქტებს (დანები) სჭირდება კატალოგი, რომელიც ტექნიკურ დეტალებს ისე აჩვენებს, რომ არ დაღალოს მომხმარებელი.
მიდგომა
სრული e-commerce ნაკადი ავაწყეთ ნულიდან — კატალოგი, ფასდაკლებები, კალათა და checkout — WooCommerce-ის საფუძველზე, მაგრამ პროდუქტის სპეციფიკაზე მორგებული.

E-commerce · WordPress · WooCommerce

მაღაზიის ნახვაblades.ge

მტკიცებულება

დაპირების ნაცვლად — ცოცხალი პროექტები.

ტესტიმონიალების ნაცვლად, უბრალოდ გადახედეთ საიტებს, რომლებიც უკვე მუშაობს. თითოეული ქვემოთ ცოცხალია — შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ.

სერვისები

სტრატეგია, დიზაინი და ტექნოლოგია — არა ოთხი ცალკეული სერვისი, არამედ ერთი პროცესი, რომელიც იდეას რეალურ პროდუქტამდე მიჰყავს.

ვებსაიტები და Web აპლიკაციები

ვქმნით როგორც მარტივ ბიზნეს ვებსაიტებს, ისე უფრო რთულ web აპლიკაციებსა და პლატფორმებს.

Websites · Web Apps · Custom Platforms

პროგრამული პროდუქტები

თუ გჭირდებათ კონკრეტულ ამოცანაზე მორგებული პროგრამა, ვქმნით desktop და mobile პროდუქტებს თქვენი საჭიროებების მიხედვით.

Desktop · Mobile · Custom Software

UI/UX და პროდუქტის დიზაინი

ვაწყობთ პროდუქტის სტრუქტურას, მომხმარებლის გზას და ინტერფეისს ისე, რომ საბოლოო პროდუქტი უბრალოდ კარგად არ გამოიყურებოდეს — გამოყენებაც მარტივი იყოს.

UX · UI · Prototyping · Design Systems

არსებული პროდუქტის განვითარება

პროექტის გაშვებით ჩვენი სამუშაო ყოველთვის არ მთავრდება. შეგვიძლია გავაგრძელოთ არსებული პროდუქტის მხარდაჭერა, დამატება, გაუმჯობესება და ინტეგრაციები.

Maintenance · Improvements · Integrations · New Features

როგორ ვმუშაობთ

ზედმეტ პროცესებს არ ვქმნით. ჯერ ვარკვევთ, რა არის საჭირო, შემდეგ ვაკეთებთ.

01

საუბარი

პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ იდეაზე, პრობლემაზე და იმაზე, თუ რისი მიღწევა გინდათ.

02

დაგეგმვა

ვაწყობთ პროდუქტის სტრუქტურას, ვადგენთ რა უნდა გაკეთდეს და ვთანხმდებით სამუშაოს მოცულობაზე.

03

დიზაინი და განვითარება

ვქმნით ინტერფეისს და ვიწყებთ პროდუქტის აწყობას. პროცესში მუდმივად გაჩვენებთ პროგრესს.

04

გაშვება

ვტესტავთ, ვასწორებთ დეტალებს და საბოლოო პროდუქტს ვუშვებთ.

05

შემდეგ

თუ პროექტს შემდგომი განვითარება, მხარდაჭერა ან ახალი ფუნქციები სჭირდება, შეგვიძლია ამაზეც გავაგრძელოთ მუშაობა.

შესახებ

პატარა გუნდი. სერიოზული პროდუქტის აზროვნება.

SKUP არის ციფრული სტუდია თბილისში — სამი დეველოპერი, ერთი გუნდი. ვქმნით ვებსაიტებს, web აპლიკაციებსა და პროგრამულ პროდუქტებს სხვადასხვა სფეროს ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის. ზოგი პროექტი ნულიდან იწყება. ზოგჯერ კი უკვე არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან თავიდან აწყობაა საჭირო. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი ერთია — გავაკეთოთ პროდუქტი, რომელიც კარგად გამოიყურება, მარტივად გამოიყენება და რეალურ საქმეს აკეთებს. ჩვენი ზომა შეგნებული არჩევანია, არა შეზღუდვა. პატარა გუნდი ნიშნავს პირდაპირ კომუნიკაციას თქვენთან — არა მენეჯერების ჯაჭვს. არ გვიყვარს ზედმეტი ბიუროკრატია და რთული პროცესები — გვირჩევნია მკაფიო გადაწყვეტილებები და კარგი შედეგი.

SKUP

Tbilisi, Georgia

We don't build for the sake of building.

ვაკეთებთ იმას, რასაც პროექტი რეალურად საჭიროებს — არც მეტს და არც ნაკლებს.

კონტაქტი

გაქვთ პროექტი, რომლის გაკეთებაც გინდათ?

მოგვწერეთ რამდენიმე სიტყვით რას გეგმავთ. დანარჩენს ერთად გავარკვევთ.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელფოსტაhello@skup.geტელეფონი+995 571 77 99 31
ადგილმდებარეობათბილისი, საქართველო
რა ტიპის პროექტია?